Monday, March 9, 2015
დღე IX
დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტებზე მუშაობა. ეს იყო მართლაც საფუძვლიანი და სიღრმისეული შესწავლა, რომელმაც უამრავ კითხვაზე გაგვცა პასუხი.
პროექტებზე წინათაც ხშირად ვმუშაობდი, მაგრამ ამ ტრენინგმა სულ სხვა თვალით დამანახა როგორც საჭიროებები, ისე პრობლემის გადაჭრამდე მისასვლელი გზები.
მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა ტრენერს, რომელსაც არ დაუშურებია მოთმინება, ენერგია და ძალისხმევა, რომ ჩვენამდე მოეტანა საჭირო ცოდნა, მოეცა სწორი რჩევები და მიმართულებები.
ღმერთმა უმრავლოს საქართველოს მისნაირი ახალგაზრდები. მისი სახით ვხედავ კეთილისმსურველს და საიმედო, გულისხმიერ მეგობარს.
მადლობა!..

Wednesday, March 4, 2015
დღეVIII
დღეს ვისწავლეთ, როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროცედურები ისე, რომ ბავშვებს გავუწიოთ ფასილიკაცია ტექნოლოგიების დახმარებით. ძალიან საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ კეთდება მხიარული ბუკლეტი ბავშვებისათვის. ჩემთვის ძალიან საჭირო და სასარგებლო იყო კლასის მართვის პროგრამით ტესტების შედგენა. დიდი ხანია მინდოდა ამის სწავლა და შევეცდები, აქტიურად გამოვიყენო.
მადლობა ტრენერს!
მადლობა ტრენერს!
Monday, March 2, 2015
დღე VII
დღეს განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შევადგინეთ მოსწავლის შეფასების ფორმები. ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ გავერკვიე თუ რა არის რუბრიკა და კრიტერიუმი. რატომღაც ერთიდაიგივე მეგონა. ახლა ყველაფერი დალაგდა. მადლობა ტრენერს.
დღე VI
თანდათან წინ მივიწევთ! ვისწავლე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება; მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა. საინტერესო იყო ის, რომ შევაფასეთ მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი, ბლოგზე გამოვაქვეყნეთ
პრეზენტაცია. ვხვდები, რომ უკვე გამიადვილდება პროექტის თანმიმდევრული დაგეგმვა.
Subscribe to:
Posts (Atom)