Saturday, February 21, 2015

ჩემი პროექტის პრეზენტაცია


დღე  V.
 ყველაზე მეტად მომეწონა რჩევები და მეთოდები უკუკავშირისთვის.


გავერკვიე კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად  წესებში, ვისწავლე ინტერნეტთანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება. 
ვფიქრობ, მიღებული ცოდნა დამეხმარება არა მარტო სასწავლო პროექტების განხორციელებაში, არამედ ყოველდღიურად  გაკვეთილებზეც.
 მადლობა ტრენერს!

Sunday, February 15, 2015

დღე IV
ძირითადად ვიმუშავეთ შეფასებებზე, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.  ყველაზე მეტად მომეწონა პრაქტიკული მუშაობა, როცა ჩვენ  მიერ მომზადებულ სასწავლო პროექტს თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად მოვარგეთ დროში გაწერილი შეფასების  გეგმა. ვისწავლე პრეზენტაციის ჩეკლისტისა და დაგეგმვის ფურცლის შედგენა და  გამოყენება. ახლა ბევრად გამიადვილდება მუშაობა.
დიდი მადლობა ტრენერს!

Saturday, February 14, 2015

დღე III.
           გავერკვიე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სპეციფიკაში. ამაში დამეხმარა  უამრავი პრაქტიკული მაგალითის განხილვა.  თუ აქამდე ინტუიციით ვხვდებოდი, ახლა  გამიადვილდება კითხვების დახარისხება და მიზნობრივად გამოყენება. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება  იდეების  სრულყოფაში.
დიდი მადლობა ტრენერს! 

Friday, February 13, 2015

ტრენინგი ძალიან ნაყოფიერია. გავიხსენე უკვე ნასწავლი  და ვფიქრობ, არ გამიჭირდება ახალი მასალის გააზრება. პროეტებზე მუშაობის  გარკვეული გამოცდილება მქონდა , მაგრამ  ახლა საკითხი უფრო  ახლებურად და საინტერესოდ დავინახე.
 კარგია, რომ  ვიმუშავებ ელექტრონულ პორტფოლიოზე და გამოცდილებას სხვებსაც გავუზიარებ.